კრიმინალი

9 კილოგრამი ჰაშიშის საქართველოში შემოტანისთვის 26 წლის პირი დააკავეს

Nusagi

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გ.კ. თბილისში, DHL-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

“პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ამანათის სახით მიღებული, პირველადი ინფორმაციით, 9 კილოგრამი „ჰაშიში“ ამოიღო, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ამანათი ნეპალიდან გერმანიის გავლით არის გამოგზავნილი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 262-ე მუხლით მიმდინარეობს“, – წერია სამინსიტროს განცხადებაში

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,776,109 ნახვა
%d bloggers like this: