გაეროს გენერალური მდივანი: ცივი ომი დაბრუნდა

“ცივი ომი“ დაბრუნდა, რასაც თან ახლავს შურისძიება”, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, შექმნილია მდგომარეობა, როდესაც წარსულში არსებული ესკალაციისგან დასაცავი მექანიზმები და გარანტიები აღარ არსებობს.

გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი არასტაბილურობა საერთაშორისო მშვიდობისთვის საფრთხე გახდა.

გუტერეშმა რეგიონის პრობლემატურ საკითხებად ირაელ-პალესტინის უთანხმოება, შიიტებისა და სუნიტების დაყოფა, ქურთების სტატუსი და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებული საფრთხეები დაასახელა.

Facebook Comments

ახალი დადებული