კალაძე: ბელიაშვილის ქუჩაზე ამხანაგური მატჩის მონაწილეებს აშანტაჟებენ

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ურეკავენ ფეხბურთელებს, აშანტაჟებენ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ შეხვედრაში, ეს თამაში შედგება, ფეხბურთელები ითამაშებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

“სამართლებრივი მხარე რაც არის, ის, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა და ვინ იყო დამნაშავე… მაგრამ, სამოქალაქო ინიციატივას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს და ვერ შეაჩერებს, რაც უნდა იზრუნონ იმ ადამიანებმა, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის განვითარებას, სარწმუნოებას, მამულს, ენას – ვერაფერი ამ ყველაფერს ვერ შეაჩერებს“, – ამბობს კალაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული