ქალი და მამაკაცი

კვლევით დადგინდა, რომ მამაკაცები ქალებზე ორჯერ მეტს ისვენებენ

ჩვენი საყვარელი მამაკაცები, რა თქმა უნდა, სამსახურში იღლებიან, მაგრამ შინ დაბრუნებულებს ტახტზე წამოწოლას ვერავინ დაასწრებს. ქალებს კი სად სცალიათ წამოსაწოლად?
ამერიკელმა ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მამაკაცები ქალებზე ორჯერ მეტს ისვენებენ. ქალი ჯერ სამსახურში მუშაობს, შემდეგ სახლში – დალაგება, სადილის მომზადება, ბავშვების მოვლა. მამაკაცები კი ამ დროს ისვენებენ.

უქმეებზე ქმრები, რა თქმა უნდა, ეხმარებიან ცოლებს, მაგრამ ძირითადად, მაინც სხედან ან წამოწოლილები არიან. ქალები კი დასვენების დღეებშიც შრომობენ.

კვლევით დამტკიცდა, რომ მამაკაცი დღეში 101 წუთს ისვენებს, ქალი – 46-ს. კვლევა ოჰაიოს უნივერსიტეტში ჩატარდა და მკვლევარი კლერ კამპი შეწუხებულია, რომ მეუღლეები საოჯახო საქმეების შესრულებას არ იყოფენ. შინაურული საქმეები და ბავშვების მოვლა ისევ ქალების ვალდებულებაა.

წავიდა ის დრო, როცა ოჯახს კაცი ინახავდა და ქალის ვალდებულება შვილების მოვლა და საოჯახო საქმეების შესრულება იყო. ახლა ქალი ხშირად მამაკაცზე მეტსაც მუშაობს სამსახურში. ექსპერტები ახალდაქორწინებულებს ურჩევენ, გონივრულად გადაანაწილონ საოჯახო ვალდებულებები.

წყარო:marao.ge

Facebook Comments