მექსიკაში ქალაქის მერი მოკლეს

მექსიკაში ქალაქის მერი მოკლეს. ლაპარაკია შტატ პუებლაში მდებარე ქალაქ ტლანეპლანტლაზე. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ამის შესახებ indianexpress-ი წერს.

“პროკურატურა იძიებს მექსიკელი მერის ხოსე ეფრან გარსიას მკვლელობის საქმეს, რომელიც სან პაბლო აქტიპანისა და ტეპეაკას შორის მანქანას მართავდა, როდესაც სხვა მანქანებმა გზა დაუბლოკეს და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს”, – განაცხადეს პროკურატურაში.

ეს არაა მექსიკაში ქალაქის მერის მკვლელობის პირველი შემთხვევა.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ინფორმაციას სხვა დანაშაულის შესახებაც ავრცელებს. პოლიციასა და კრიმინალებს შორის ორმხრივი სროლისას 6 მშვიდობიანი მოქალაქე, შემთხვევითი გამვლელი დაიღუპა. მოკლულია 4 კაცი და 2 ქალი.

ქალაქი რეინოსა ხშირად არის სისხლიანი დაპირისპირების ადგილი. აქ ორ მძლავრი მექსიკური კარტელი “ლოს სტეასი” და “ზალივი” მოქმედებს, რომლებიც აკონტროლებენ აშშ-ში ნარკოტიკების შეტანას.

Facebook Comments

ახალი დადებული