მე სააკაშვილის დროსაც ვიჯექი ციხეში, შევარდანაძის დროსაც და ახლაც სიამოვნებით ჩავჯდები

“მე ვისურვებდი პატიმრობას. მე სააკაშვილის დროსაც ვიჯექი ციხეში, შევარდანაძის დროსაც და ახლაც სიამოვნებით ჩავჯდები. მე არანაირი ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ. დამაპატიმროს შსს-მ, თუ მეტი საქმე არ აქვს. 

კაცი, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარია. ალკოჰოლის მიმართ არის მიდრეკილი. რის გამოც დაკარგა სამსახური, მე შევიფარე, 35 წელია ჩემს გვერდით. ორჯერ ვუმკურნალე ჩემი ხარჯებით. სტიქიის დროს დაკარგა სახლი და მთავრობას დღემდე არ აუნაზღაურებია ზარალი. სახლი არ აქვს, მე მივეცი საცხოვრისი და ჩემს სახლში ცხოვრობს. მისი ხელფასი 1600 ლარია. ჩაცმა ჩემი, ყველაფერი ჩემი. მას მივეცი სამსახური და არის მაშველი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, პოლიციელი, რომელიც იმ ადგილას მიდის, სადაც ყაჩაღობა ხდება, პოლიციელი მთვრალი და იარაღის გარეშე მივიდეს”, – განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილი.

კითხვაზე, მას მიუთითეს სოციალურ ქსელში, რომ ადამიანის ალკოჰოლდამოკიდებულებაზე საუბარი არაეთიკურია და დაქირავებულ ადამიანთან უფროსის მიმართ ასეთი ქცევაც არაეთიკურია, – ელიზბარაშვილი პასუხობს:

“ჩემს თავს არ ვამართლებ. ეს იყო ემოციის ფონზე. ეს live საათი და 20 წუთი გრძელდება. მაგრამ, ვიღაცას ვისაც ჩემს წინააღმდეგ მხოლოდ ეს 3 წუთი ამოჭრა”, – ამის შესახებ ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 11 აპრილს მედიით გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი – თ.ე. თავის თანამშრომელს – ბ.ე.-ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.

Facebook Comments

ახალი დადებული