რადიკალმა ებრაელებმა მდინარე იორდანეს სანაპიროზე მდებარე მეჩეთი დაწვეს

რადიკალმა ებრაელებმა მდინარე იორდანეს სანაპიროზე მდებარე მეჩეთი დაწვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პოლიცია ავრცელებს.

გარდა ამისა, რადიკალური მოძრაობის წევრებმა მეჩეთზე შეურაცხმყოფელი ტექსტები დაწერეს. ადგილზე პოლიცია მივიდა.

მეხანძრეებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ჩაქრობა, შესაბამისად მთლიანი შენობა არ დაზიანებულა.

Facebook Comments

ახალი დადებული