ცხოველები

ჩინეთის ხელისუფლება 50 გაქცეულ კობრაზე ნადირობს

Nusagi

ხელისუფლება აღმოსავლეთ ჩინეთში დაახლოებით 50 შხამიან გველს ეძებს. ისინი ლიცენზიის არმქონე ფერმიდან გაიქცნენ. ინფორმაციას BBC NEWS ავრცელებს.

დაახლოებით 200 პატარა კობრა გაიქცა ჩინეთის ჩიანცუს პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში მდენარე ფერმიდან. ჯერჯერობით მათგან 150-ია დაჭერილი ან მოკლული. რაიონის ხელისუფლების ცნობით, გველის წიწილები დაახლოებით 20 სმ. სიგრძისაა, აცხადებს ადგილობრივი მედია.

გველის ნაწილები სხვადასხვა ტრადიციული ჩინური მედიკამენტებისთვის გამოიყენება. ბადისებრი კობრას შხამი დამღუპველია, თუ ნაკბენი დაუყოვნებლივ არ იქნა ნამკურნალები. თუმცა, პატარა გველის შხამი ნაკლებად ტოქსიკურია, ვიდრე ზრდასრულის.

ჩუნუის მეცხოველეობის ფერმის მიერ აგვისტოში სულ 1 820 კობრას კვერცხი იქნა შეძენილი, რომელთაგან 1500 გამოიჩეკა. ხელისუფლებისთვის გველების გაუჩინარების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სოფლის მცხოვრებმა ქვეწარმავალი თავის სახლთან აღმოაჩინა და მოკლა.

ჩინეთში გველების ფერმებიდან გაპარვა არ არის იშვიათი. აგვისტოში 23 პატარა კობრა გაიქცა სიჩუანის ფერმიდან.

ფოტო: ზრდასრული ბადისებრი კობრას სიგრძე შეიძლება 2 მეტრი სიგრძის იყოს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: