ისტორია

ჰიტლერის სიცოცხლის ბოლო დღეებში მისი მაჯა ებრაელ ექიმს ეჭირა ხელში

Nusagi

 

კანისა და ვენსნეულებათა სპეციალისტი, ექიმი თეოდორ მორელი  ნახევრად ებრაული ოჯახიდან იყო. იგი მედიცინას გრენობლსა და პარიზში ეუფლებოდა,  სამედიცინო პრაქტიკა კი ბერლინში დაიწყო.

მორელი აცხადებდა, რომ მისი მასწავლებელი  რუსი ბიოლოგი და ნობელის პრემიის ლაურეატი, ილია ილიას ძე მეჩნიკოვი იყო. პირველი მსოფლიო ომის დროს, სანამ ფრონტზე დაიწყებდა სამსახურს, მორელი გემზე მუშაობდა ექიმად. ომის შემდეგ კი ბერლინში გადავიდა, სადაც  არასტანდარტული მკურნალობით გაითქვა სახელი.

მორელი სპარსეთის შაჰის და რუმინეთის მეფის პირადი ექიმი იყო. 1933 წელს  ნაცისტური პარტიის წევრი გახდა. 1935 წელს იგი ჰიტლერის ოფიციალურ ფოტოგრაფს – ჰაინრიჰ ჰოფმანს გონორეაზე მკურნალობდა, მოგვიანებით კი ევა ბრაუნის დედის, ფრანცისკა ბრაუნის ექიმი გახდა.

იმ პერიოდში ჰიტლერს მუცლის ტკივილები აწუხებდა და არანაირი წამალი არ შველოდა. მისმა ფოტოგრაფმა მორელი ურჩია.

1936 წელს მორელიმ გასინჯა ჰიტლერი და დაასკვნა, რომ მას “ნაწლავური სისტემის სრული გამოფიტვა” ჰქონდა. მან ჰიტლერის მუცლის სპაზმების მკურნალობა დაიწყო წამლებით, რომლებიც ვიტამინების ნარევს და ჰიდროლიზებულ კოლის E ბაქტერია მუტაფლორს შეიცავდა. მკურნალობის შედეგად ჰიტლერი უკეთ გახდა და გარდა განკურნებული კუჭ–ნაწლავისა, ფეხზე გამონაყარიც მოურჩა.

ჰიტლერი დარწმუნებული იყო, რომ მორელი მედიცინის სფეროს გენიოსი იყო და  თავის პირად ექიმად დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ მორელი მთელს გერმანიაში აღიარებული ექიმი იყო  და მას რეკომენდაციას პირადად ჰიტლერი უწევდა, ზოგიერთი ადამიანი ხელმძღვანელობაში, მროგორებიც იყვნენ ჰერმან გერინგი, ჰაინრიხ ჰიმლერი და ალბერტ შპეერი მიიჩნევდნენ, რომ იგი თაღლითი იყო.

თავის ავტობიოგრაფიაში – “მესამე რაიხში”, შპეერი წერდა ექიმ მორელისთან თავის გამოცდილებაზე. იგი აცხადებდა, რომ 1936 წელს  სისხლის მიმოქცევის და კუჭის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ჰიტლერის ექიმს მიმართა. გამოკვლევების გარეშე მორელიმ შპეერს  ნაწლავის ბაქტერია, დექსტროზა, ვიტამინები და ჰორმონების აბები დაუნიშნა. დიაგნოზსა და მკურნალობაში დაეჭვებულმა შპეერმა გამოკვლევა პროფესორ ფონ ბერგმანთან ჩაიტარა, რომელმაც დაასკვნა, რომ მისი სიმპტომები გადატვირთული მუშაობის შედეგად გამოწვეული ნევროზისგან იყო.

ჰიტლერის წყენის შიშით შპეერი ამბობდა, რომ ის ასრულებდა მორელის მიერ მიცემულ დანიშნულებას და  თავს უკეთ გრძნობდა.

იყო დრო, როდესაც ჰიტლერს დილაობით თავბრუსხვევა აწუხებდა და მორელი მას ერთ–ერთ თავის გამოგონილ ინექციას, “ვიტამულტინს” უკეთებდა. ექიმი  აცხადებდა, რომ პრეპარატი წყლის და ოქროთი დაფარული ნივთიერების მასისგან შედგებოდა.

ჰიმლერის ექიმმა, ერნსტ გიუნტერ შენკმა ვიტამულტინის ნიმუში აიღო და ლაბორატორიაში შემოწმება ჩაუტარა, რის შემდეგაც დაასკვნა, რომ ის მეტამფეტამინს შეიცავდა.

მორელი წამლების სამედიცინო დღიურს აწარმოებდა. მატონიზირებელ საშუალებებს, ვიტამინებს და სხვა ნივთიერებებს ის ჰიტლერს, როგორც წესი, ინექციის სახით (მაქსიმუმ 20-ჯერ დღეში) ან აბების ფორმით უნიშნავდა. ზოგიერთი მათგანი მორელის მიერ შექმნილი ნარევი იყო. მისი ექსპერიმენტები ზოგჯერ ისეთ ტოქსიკურ და ნარკოტიკულ ნივთიერებებს შეიცავდა, როგორიცაა ჰეროინი.

მოგვიანებით, ისტორიკოსებმა ივარაუდეს, რომ მორელიმ დიდი როლი ითამაშა ჰიტლერის ჯანმრთელობის გაუარესებაში. ზოგიერთი ნაერთი, რომელსაც ის ჰიტლერს უნიშნავდა და მორელის დღიურში აღირიცხებოდა, იყო: ატროპინი, კოფეინი, კოკაინი, ადრენალინი, მორფინი, ტესტოსტერონი, ცხოველების ქსოვილებიდან და ცხიმებიდან მიღებული ლიპიდები და მრავალი სხვა.

როდესაც მორელი ამერიკელებმა დაიჭირეს, ერთ–ერთმა პირმა, რომელიც მის დაკითხვას აწარმოებდა, იგი აღწერა, როგორც მსუქანი, ამაზრზენი ადამიანი, რომელიც ჰიგიენას არ იცავდა. ექიმისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, მაგრამ მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და 1948 წელს ტეგერნსეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ფოტოები: ჰიტლერის პირადი ექიმი თეოდორ მორელი ჰიტლერთან.

უკან მარტინ ბორმანი და ნიკოლაუს ფონ ბილოუ, ვოლფშანზეში, 1940 წელი ალბერტ შპეერი, 1933 თეოდორ ჟილბერტ მორელი

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,502 ნახვა
%d bloggers like this: