ქალი და მამაკაცი

ანჯელინა ჯოლი, ქალი რომელიც მსოფლიოში ყველას აღფრთოვანებას იწვევს

საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ YouGov-მა მსოფლიოში ყველაზე პატივსაცემი ცნობილი ადამიანები გამოავლინა. როგორც გაირკვა ქალი, რომელიც მსოფლიოში ყველას აღფრთოვანებას 2018 წელსაც იწვევს მსახიობი ანჯელინა ჯოლია.

კაცებს შორის ეს ტიტული მილიარდერმა ბილ გეითსმა მოიპოვა. კატეგორიაში „კაცები“მეორე და მესამე ადგილებზე თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი ბარაკ ობამა და მსახიობი ჯეკი ჩანი არიან, ხოლო ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა და ტელეწამყვანი ოპრა უინფრი ქალების ამავე კატეგორიაში სამეულში მოხვდნენ.

ტოპ-20-ეულში ასევე მოხვდნენ: ლვადიმერ პუტინი (მე-6 ადგილი), კრიშტიანო რონალდო (მე-10 ადგილი), ლიონელ მესი (მე-11), დევიდ ბექჰემი (მე-13), ილონ მასკი (მე-14), რომის პაპი (მე-16). დონალდ ტრამპი (მე-17) და ა.შ.

ქალებს შორის მეოთხე ადგილზეა დედოფალი ელისაბედ მეორე, მეხუთეზე ჰილარი კლინტონი, მერვეზე ანგელა მერკელი და სხვები.

Facebook Comments