პოსტები სოციალური ქსელიდან

შანსი არაა, არასრულწლოვან შვილთან ერთად, საღამოს რამე გადაცემას ვუყურო…

Nusagi

,,შანსი არაა, არასრულწლოვან შვილთან ერთად-საღამოს რამე გადაცემას ვუყურო…

თავის თაობაში, რომ თავს ვერ გამოყოფდა: ადრეული ქურდი, ,,ბარიგა,, ნაყაჩაღარი, ნამამაძაღლარი, სულით ნაგავი-ხორცით მყრალი აუცილებლად უნდა ამოიყვანონ ნაფტალინიდან და გაკეთილშობილებური სახით დაგისვან ეთერში.

როდესაც საზოგადოებას რაღაცას აწვდი, იქ ხდება მოზარდის მიერ გაფილტვრა: ზოგს ეს პიროვნება ეზიზღება, ზოგიც აგრესიას გამოხატავს, ზოგიც ნებსით თუ უნებლიეთ ბაძავს და ა.შ.

მერე გიკვირთ, საზოგადოებაში საიდან ამდენი სიძულვილი, ფობია და აგრესიაო. ბუმერანგის პრინციპზე, გსმენიათ ალბათ.
ყველაფერი მიშას და ბიძინას ბრალი არაა, არც ზვიადის და არც ედიკას.

ჯერ ჩვენს თვალში ვიპოვოთ თუნდაც მიკროსკოპით დირე და მერე აღმოვაჩინოთ სხვასთან ბეწვი…

P.S. ახალის საჩვენებლის თუ ისტორიაში საამაყოს მეტი რა არის:
დააანგრია მათემატიკის ახალგაზრდულმა, ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიო, გოგა ბითაძე NBA-ს ტრანსფერზე აჰყავთ, ძალოსნებმა და ახალგაზრდა რაგბისტებმა ევროპა ყურებზე დააყენეს, აკაკი შანიძე არ იცის ახალგაზრდებმა, შინდისის გმირების პოპულარიზაცია მოახდინეთ, დედა ენის ძეგლთან აქცია-პერფორმანსი გააკეთეთ, მილიონი საინტერესო დადებითი რამ ხდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, 30 ევრო ღირს ბილეთი სალონიკ-ათენი-ბარი-სტამბული-ჰაიფა, გაუშვით ოპერატორი და ერთი ,,პეტლიჩკა,, გაატანეთ და ნახეთ როგორი ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა გვყავს, ცოტა იმედი მიეცით ემიგრანტებს, მისი გაჭირვება ეყოფა ხალხს და თავი მაღლა ააწევინეთ, საინგილოს ქართველებზე ციკლი გააკეთეთ, 1გადაცემა მაინც, მთლიანი…დვალის მსოფლიო დონის პროექტზე, ერის 5%-აც არ იცის რა ხდება, გარდა იმ დონისა, რომ ,,დედამიწა გადათხარა, შვეიცარიაში”

ასე, რომ ერის მახინჯ და მანკიერ ნაწილს მუდმივად ნუ გვაყურებინებინებთ, გავიგეთ, რომ გვყავს ასეთი ხალხი. გავიგეთ და ვუთანაგრძნობთ, მაგრამ არსებობს სხვა საქართველოც,  თავისი ისტორიით, ერუდირებულობით და წარმატებულობით-ქვეყნის შიგნით თუ ფარგლებს გარეთ”– წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პარლამენტის წევრი ოტარ ჩრდილელი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: