25 წლის გოგოს ყელი შვილების თვალწინ გამოჭრეს

ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგოს ყელი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ გამოჭრეს. გოგო დის ნაქირავებ სახლში სტუმრად იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეს კარი გოგოს მცირეწლოვანმა შვილებმა გაუღეს.

ერთ-ერთი ვერსიით, 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული მისივე მამინაცვალია. მკვლელობას კი წინ თავდაპირველად მამინაცვალსა და გოგოს დედას შორის კონფლიქტი უძღოდა. სიტყვიერი დაპირისპირების დროს კი სავარუდო დამნაშავემ ქალს ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი გოგოს მცირეწლოვანმა შვილებმაც იცნეს.

შემაკავებელი ორდერის მიხედვით,  25 წლის გოგოს მამინაცვალს ეკრძალებოდა რაიმე სახის კონტაქტი მოკლულის დედასთან. ორდერი დღეს არის გამოწერილი.

თვითმხილველების ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ სავარაუდო დამნაშავე გაიქცა. ერთ-ერთი ვერსიით, ის სახლის ფანჯრიდან გადახტა და შემთხვევის ადგილი ნაფარეულის ქუჩის გავლით დატოვა.

მკვლელობის ოფიციალურ მოტივზე შინაგან საქმეთა სამინიტრო ჯერ არ საუბრობს. უწყებაში აცხადებენ, რომ სავარაუდო დამნაშავის სამძებრო ღონისძიება ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

სამართალდამცველებს ჩვენებას მოკლულის ოჯახის წევრები და მეზობლები აძლევენ. პოლიციამ, სავარაუდოდ, იმ კამერების ჩანაწერებიც ამოიღო, რომელიც სავარუდო დამნაშავეს დააფიქსირებდა.

Facebook Comments

ახალი დადებული