აშშ-ში რუსეთის ელჩი- სირიაში აშშ-ის მოქმედება უპასუხოდ არ დარჩება

აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მოქმედება უპასუხოდ არ დარჩება. დიპლომატის კომენტარი საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩვენი ყველაზე უარესი შეშფოთება გამართლდა. ჩვენი გაფრთხილება არ შეისმინეს. რეალიზებულია წინასწარ დაგეგმილი სცენარი. ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ასეთი მოქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. მთელი პასუხისმგებლობა ვაშინგტონს, ლონდონს და პარიზს  ეკისრება. აშშ-ს, როგორც ქიმიური იარაღის ყველაზე მსხვილი არსენალის მფლობელს, არ აქვს მორალური უფლება, სხვა ქვეყნები დაადანაშაულოს”,-განაცხადა ანტონოვმა. მან ხაზი გაუსვა, რომ “რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფა მიუღებელია”.

სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინდელ გამოსვლაში განაცხადა. იერიშს საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთიც შეუერთდნენ.. წინასწარი ინფორმაციით, სამიზნე დამასკოში მდებარე სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები და აეროპორტი იყო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეტევა მოხდა სირიაში, აღმოსავლეთ ღუტას ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ. ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების იარაღს 70 ადამიანი შეეწირა და ათასზე მეტი დაშავდა.

Facebook Comments

ახალი დადებული