ბარნოვზე მოკლული გოგო მკვლელობამდე პოლიციაში იყო მისული

ბარნოვის 77-ში მოკლული 25 წლის ქალი მკვლელობამდე, დედასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში იყო მისული, რათა   მამინაცვალზე შემაკავაბელი ორდერი გამოეწერათ. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 13 აპრილს ვაკეში მომხდარ, 1993 წელს დაბადებული თ.გ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ უკანასკნელის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა. პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

Facebook Comments

ახალი დადებული