Uncategorized

შექმნეს სამაჯური, რომელიც ადამიანს მოძალადისგან დაიცავს

 

ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც ქალებს გაქურდვის ან გაუპატიურების საშიშროების დროს დაიცავს.

“911-ის გამოძახების დროს, თქვენ იყენებს აპლიკაციას ან ტელეფონზე რეკავთ, რათა გამოიძახოთ დახმარება,თუმცა ამ ყველაფერს დრო მიაქვს”, – განმარტავს ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევარი.

პრობლემის მოსაგვარებლად, მეცნიერებმა შექმნეს სამაჯური, რომელიც თავდასხმის დროს უერთდება სმარტფონს Bluetooth-ის საშუალებით და სამაშველო სამსახურს უკავშირდება.

მოწყობილობა აფიქსირებს ადგილმდებარეობას და ასევე აანალიზებს სხეულის მდგომარეობას. გარდა ამისა, სამაჯური მაღალ სიგნალსაც გამოსცემს, რათა ირგვლივმყოფების ყურადღება მიიქციოს.

 

 

Facebook Comments