ელიზბარაშვილი უცნაურ შეფასებას აკეთებს: ,,ეს რა ოჯახი იყო დედააფეთქებული?”

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომლის მთავარი მოქმედი პირი ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილია.

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ სთხოვს თანამშრომელი გათავისუფლებას, ვინაიდან მის ნათესავს, კონკრეტულად კი მამიდაშვილის მეუღლეს ყელი გამოჭრეს. ელიზბარაშვილი ვითარებაში გარკვევის შემდეგ უცნაურ შეფასებას აკეთებს და ქალს გაკვირვებით მიმართავს – ეს რა ოჯახი იყოო.

ცნობისთვის, 25 წლის გოგო ბარნოვზე გუშინ მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს. მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

პოლიცია სავარაუდო მკვლელს, მის მამინაცვალს დაეძებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

Facebook Comments

ახალი დადებული