Uncategorized

25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული 2017 წელს პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლდა

Nusagi

ვაკეში, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი, ბოლოს კი საპატიმრო ვადაზე ადრე, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილი თამარ გამრეკელაშვილის ახლობლებიც ადასტურებენ.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პირველად ბაქრაძე 2009 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლი გაასამართლეს, რაც „სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირის დაუხმარებლობას“ გულისხმობს. 2015 წელს კი ვეფხვია ბაქრაძე დამნაშავედ სცნეს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში, თუმცა პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე მას სასჯელის ვადა გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

45 წლის ვეფხვია ბაქრაძე წარსულში შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობდა. 90-იანი წლების დასაწყისში ის დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო.

მკვლელობამდე დაახლოებით ორი საათით ადრე ვაკე-საბურთალოს პოლიციამ ვეფხვია ბაქრაძის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცა , რის საფუძველზეც მას ყოფილ მეუღლესთან სატელეფონო კომუნიკაციაც კი აეკრძალა.

ახლობლების გადმოცემით, სწორედ ამის შემდეგ ბაქრაძე მივიდა ბარნოვის #77–ში, სადაც მისი ყოფილი მეუღლის ქალუიშვილი თამარ გამრეკელაშვილი ცხოვრობდა. ბაქრაძემ ახალგაზრდა ქალს ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და ნაფარეულის ქუჩის გავლით მიიმალა.

წყარო: primetime.ge

 

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,562 ნახვა
%d bloggers like this: