Uncategorized

აფხაზეთმა სირიას საომარ მოქმედებებში დახმარება შესთავაზა

Nusagi

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან, სირიას საომარ მოქმედებებში დახმარება აღმოუჩინონ. ამის შესახებ სააგენტო INTERFAX იუწყება.

„აფხაზეთის შეიარაღებული ძალები მზად არიან სირიელი ხალხის დასაცავად და მათთვის პროფესიონალურად მომზადებული სპეციალისტებით დასახმარებლად”,-ნათქვამია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. სამხედრო უწყების განცხადებაში, რომელიც სოხუმმა შაბათს გაავრცელა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, “მრავალი წლის განმავლობაში აფხაზეთი სერიოზულად მუშაობს ისტორიულ სამშობლოში ეთნიკური აფხაზების დასაბრუნებლად, რომლებიც მე-19 საუკუნეში კავკასიური ომის დროს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გადასახლდნენ.

 ამ დრომდე ბევრი ჩვენი თანამემამულე სირიის არაბთა რესპუბლიკაში მოძმე სირიელ ხალხთან ერთად ტერორისტებისა და მათი ხელშემწყობების გამოხდომებს იტანს.”,-ნათქვამია განცხადებაში. სააგენტო წერს, რომ უწყებაში გმობენ აშშ-ის და მოკავშირეების მიერ სირიაზე განხორციელებულ ავია იერიშებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,543 ნახვა
%d bloggers like this: