აშშ სირიასთან მოლაპარაკებებისთვის პირობებს აყენებს

აშშ მოლაპარაკებების განაახლებს, თუ სირიის ხელისუფლება მის ხელთ არსებული ქიმიური იარაღის დეკლარირებას მოახდენს. ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ის პირდაპირ ეთერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჰიზერ ნოიერტმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ პირობის შესრულების შემთხვევაში, ამერიკული მხარე  ჟენევის მოლაპარაკებების  პროცესის დაბრუნებას უზრუნველჰყოფს.

6 აპრილს, სირიის ქალაქ დუმაში, რომელსაც სამთავრობო ძალები მეამბოხეებისგან წმენდნენ, ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული. ასევე, გაჩნდა ინფორმაცია ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენების შესახებ.

 

ამერიკული მხარე თვლის, რომ ქიმიური შეტევის უკან სირიის ხელისუფლება დგას.

Facebook Comments

ახალი დადებული