კრიმინალი

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ 1 პირია დაკავებული

Nusagi

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული თ.ბ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, მიმალვის შემდეგ, თავის ახლობელთან მივიდა და მის სახლში იმალებოდა.

დაკავებულმა მომხდარი მკვლელობის შესახებ იცოდა, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინა. გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

მკვლელობა  ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს, საღამოს მოხდა. გარდაცვლილია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად დასთან იმყოფებოდა. მკვლელობა სახლში ბავშვების თვალწინ მოხდა. მკვლელობის მოტივი შესაძლოა შურისძიება იყოს. ოჯახის წევრების თქმით, ბაქრაძე ყოფილ ცოლს შვილის მკვლელობით ემუქრებოდა.

დაღუპულის დედის მეგობარი კაცი, 1972 წელს დაბადებული ვეფხია ბაქრაძე, სოფელ თელეთში გუშინ დააკავეს,

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,461 ნახვა
%d bloggers like this: