ცხოველები

ბრიტანეთის ყველაზე მახინჯი ძაღლი მოდელი გახდა

Nusagi

15 წლის უკბილო ძაღლი სახელად ჩეიზი, რომელიც  დიდი ბრიტანეთის ყველაზე მახინჯი ძაღლის ტიტულის მფლობელია, სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობას იწყებს. ამის შესახებ Metro იუწყება.

ძაღლი კატარაქტითაა დაავადებული, ასევე თმა ცვივა  და მელოტდება, თუმცა ეს მას ხელს არ უშლის, სააგენტო Model Direct-ში მოსახვედრად, რომელიც თავის მხრივ, თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა M&S, Disney, MAC და Pets at Home.

2017 წელს,, კონკურსში “ყველაზე მახინჯი ძაღლი” ჩეუზიმ მხოლოდ მესამე ადგილი აიღო, პირველ ადგილზე 3 წლის ნეაპოლიტანური მასტიფი გავიდა.

კონკურსი 1961 წლიდან ტარდება. ორგანიზატორების ჩანაფიქრით, ის იმ ძაღლებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ვერსადროს გაიმარჯვებენ ჩვეულებრივ კონკურსებში, თუმცა მზრუნველობას და სიყვარულს მაინც იმსახურებენ. წელს, გამარჯვებულს 1500 დოლარი გადაეცა და ნიუ-იორკში, პრესასთან შესახვედრად გამგზავრებით დაჯილდოვდა.

 

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,670 ნახვა
%d bloggers like this: