იმდენი რამ მოხდა 6 მარტიდან დღემდე, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ყველას გამორჩა

,,იმდენი რამ მოხდა 6 მარტიდან დღემდე, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ყველას გამორჩა და მხოლოდ ნეგატიურ ნიუსებზე ჰქონდა წვდომა და გულისხეთქვა, რაც აწყობს კიდეც მავანს , თორემ თითოეული ჩვენგანი რომ პოზიტივზე იყოს მომართული, ვერცერთი ვაი ოპოზიცია და ვერც გარე მტერი ვერ გააკეთებდა იმ საქმეს, რასაც ქართული საქმის ჩაძირვა ჰქვია.

დიახ, ამა წლის 6 მარტს საქართველოში ჩამოვიდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფი, რომ მთის კურორტების დღევანდელ მდგომარეობა შეესწავლათ თუ რა მიმართულებებით გვმართებს განვითარება და ამ შეფასებაზე დაყრდნობით მთავრობამ უნდა შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა, რომ საქართველოში 2030 წლისთვის ჩატარდეს ზამთრის სპორტული ოლიმპიადა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმავე დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზეც განაცხადა. მან აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ლოზანაში ვიზიტისას, ის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს თომას ბახს შეხვდა, რათა 2030 წლისათვის, საქართველოში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის ჩატარების პერსპექტივა განეხილა და სწრაფი რეაგირებისთვის მადლობაც გადაუხადა.

2030 წელს საქართველოში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის ჩატარება არის უდიდესი პერსპექტივა მთელი ქვეყნისთვის. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფი უკვე შეუდგა იმ მიმართულებების ანალიზს, რაზეც საქართველოს მთავრობას მართებს მეტი ყურადღების კონცენტრირება და მეტი რესურსის დახარჯვაც”– წერს ფეისბუქ=მომხმარებელი გია შარაშენიძე.

Facebook Comments

ახალი დადებული