რეალი-იუვენტუსის მატჩიდან ბუფონის გაძევების გამო მსაჯს ემუქრებიან

ჩემპიონთა ლიგაზე რეალი-იუვენტუსის მატჩიდან იუვენტუსის მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის გაძევების გამო ინგლისელ მსაჯს მაიკლ ოლივერს ემუქრებიან. ამის შესახებ Football Italia წერს.

გამოცემის ცნობით, არბიტრი სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული არ არის, ამის გამო ფეხბურთის ფანები მუქარის შეტყობინებებს, მათ შორის სასიკვდილოს მისი ცოლის Twitter-ის გვერდზე ტოვებენ.

პოლიციამ ამ ფაქტებზე გამოძიება უკვე დაიწყო. სამართალდამცველები ასევე ამოწმებენ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ უკმაყოფილო ქომაგები მსაჯის სახლის კარებზე აკაკუნებდნენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ყვიროდნენ.

1 აპრილს “იუვენტუსმა” მადრიდის “რეალი” ანგარიშით 3:1 დაამარცხა, თუმცა ჩემპიონთან ლიგის ნახევარფინალში ვერ გავიდა, რადგან პირველი მატჩი 3:0 დასრულდა ესპანური გუნდის სასარგებლოდ. 95-ე წუთზე ბუფონი მსაჯმა მოედნიდან გააგდო, ხოლო იქამდე “იუვენტუსის” კარებთან პენალტი დაინიშნა, რომელიც რონალდუმ შეასრულა.

Facebook Comments

ახალი დადებული