სახლის მყიდველმა დივანზე ყოფილი მეპატრონის მუმია იპოვა

ჩრდილოეთ იტალიაში, სახლის ერთ-ერთმა პოტენციურმა მყიდველმა ყოფილი მეპატრონის მუმიფიცირებული სხეული იპოვა.  ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Corriere della sera იუწყება.

სახლი აუქციონზე მას შემდეგ გამოიტანეს, რაც კომუნალურ და იპოთეკის გადასახადებს აღარავინ იხდიდა.

ერთ-ერთი მყიდველი სასამართლოს წარმომადგენელთან ერთად ადგილზე მივიდა, რათა დაეთვალიერებინა შენობა და აღმოაჩინა, რომ ოთახში, დივანზე მიცვალებული იჯდა.

როგორც ექსპერტიზით დადგინდა, სახლის მეპატრონე, 42 წლის ვალტერ დალ-ძოტო 2017 წლის ზაფხულში გარდაიცვალა. სიცოცხლეში ის მეზობლებთან იშვიათად ურთიერთობდა. მამა და ძმა მეზობელ ქალაქში ცხოვრობდნენ, თუმცა არც მათთან ჰქონდა ხშირი ურთიერთობა.

Facebook Comments

ახალი დადებული