სოციალური ქსელები და მედია

”ფაშა მედეა” ბათუმში, ევროპის მოედანზე გამოჩნდა

Nusagi

სასტუმრო ”პრეზიდენტ პლაზას”, რომელიც ევროპის მოედანზე მდებარეობს სახელი შეეცვალა. შენობის გარე ფასადზე ახალი აბრა – წარწერით ”ფაშა მედეა” დღეს გამოჩნდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბარათაშვილის 17 ნომერში სასტუმრო შპს ”PRESINDENT PLAZA HOTEL”,  2017 წლის 16 ოქტომბერს, 10 წლიანი იჯარით შპს ”ფაშა გლობალ ინვესტმენტმა” აიღო.

 

სასტუმროს ფასადზე სარემონტო სამუშაოები რამდენიმე თვის დაიწყო.  სამღებრო სამუშაოების დასრულებამდე კი, შენობა სპეციალური ბადით იყო შეფუთული. ბათუმში, ევროპის მოედანზე, სასტუმროს წინ ”მედეას ქანდაკება” დგას, სწორედ ამ ქანდაკებას უყურებს სასტუმრო ”ფაშა მედეა”.

ფაშა თურქული სიტყვაა და  ზოგ მუსლიმანურ ქვეყანაში უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო პირების, დიდებულების საპატიო ტიტულს ან ამ ტიტულის მქონე პირს აღნიშნავდა.

წყარო: ajaratv.ge

Facebook Comments Box
თეგები

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,461 ნახვა
%d bloggers like this: