მოგზაურობა

ფოთი წელს პირველად, 15 აპრილს ქალაქის დღეს იზეიმებს

Nusagi

ფოთი წელს პირველად, 15 აპრილს ქალაქის დღეს იზეიმებს. ,,ფოთის დღეები 2018“ საკათედრო ტაძრის კურთხევის დღეს, კვირაცხოვლობას აღინიშნება.

ღონისძიების ფარგლებში საკათედრო ტაძარში ჩატარდება საზეიმო წირვა, ქალაქის სიმბოლოებისა და ჰერალდიკის გამოფენა, არჩილ ხორავას ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი, ქალაქის ისტორიისადმი მიძღვნილი ლექცია-ექსკურსია კოლხურ მუზეუმში. ნიკო ნიკოლაძის ძეგლს ყვავილებით შეამკობენ. დღესვე გაიმართება ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ცერემონია და კვინტეტ „ურმულის“ კონცერტი.

,,ფოთის დღეები 2018“ ქალაქის ცენტრალურ პარკში გამართული ღონისძიებით დასრულდება. ფოთელების წინაშე „ქუჩის მუსიკოსები“ და ადგილობრივი შემსრულებლები წარდგებიან.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,776,099 ნახვა
%d bloggers like this: