სოციალური ქსელები და მედია

ჩვენი რუსეთისადმი მესიჯი შემდეგია: რუსეთო, შენ ისტორიის არასწორ მხარეს დგახარ

Nusagi

ჩვენი რუსეთისადმი მესიჯი შემდეგია: რუსეთო, შენ ისტორიის არასწორ მხარეს დგახარ, – ამის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა.
“დროა რუსეთმა გაიაზროს ის მესიჯი, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ საღამოს გადასცა, რომ რუსეთი იმით იქნება ცნობილი თუ ვისთან მეგობრობს. რუსეთმა პასუხისმგებლობა აიღო ქიმიური იარაღის გაუვრცელებლობაზე. ახლა კი ჩვენ საზარელი სურათი დავინახეთ, რაც მონსტრი ასადის მხეცობის შედეგია. რუსეთი მხარს უჭერდა ამ რეჟიმს. დრო მოვიდა რუსეთი შეუერთდეს იმ ერების ოჯახს, რომლებიც გმობენ ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას. რუსეთი და ირანი ისტორიის არასწორ მხარეს დგანან”, – განაცხადა მაიკ პენსმა.
შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს, საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,422 ნახვა
%d bloggers like this: