მედიცინა

BBC-ზედმეტად მწარე წიწაკის ჭამამ შესალოა, გულის შეტევა, ან ინსულტი გამოიწვიოს

Nusagi

მამაკაცი, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე, მსოფლიოში ყველაზე მწარე წიწაკა-ჩილი შეჭამა, ე.წ. „ელვისებური” თავის ტკივილით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შეჯიბრი ნიუ-იორკის შტატში მიმდინარეობდა, 34 წლის მონაწილემ, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ცხარე  წიწაკა სახელწოდებით “კაროლინელი მკაფავი” შეჭამა.

მამაკაცს დენის გავლის მსგავსი თავის ტკივილი რამდენიმე დღის შემდეგ დაეწყო.

ექიმმა, რომელმაც შემთხვევა გაანალიზა, მწარე წიწაკის მოყვარულებს მოუწოდა, რომ უეცარი თავის ტკივილის დაწყებისთანავე მიმართონ ექიმს.

„ელვისებური” თავის ტკივილი გამოწვეული თავის ტვინის სისხლძარღვების შევიწროებით, რაც სამედიცინო პრაქტიკაში გარდამავალი ცერებრალური ვაზოკონსტრიქციით (RCSV) არის ცნობილი.

შეჯიბრის დამთავრებისთანავე აღნიშნულ პაციენტს მშრალი ხველის შეტევები დაეწყო, რამდენიმე დღეში კი კისერში ძლიერი ტკივილები განუვითარდა, რომელიც წამიერ, მოვლით თავის ტკივილებში გადაიზარდა.

ტკივილი იმდენად აუტანელი იყო, რომ მამაკაცმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა. კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ  გაირკვა, რომ პაციენტს არტერიის შევიწროება ჰქონდა, რამაც ექიმებს საშუალება მისცა, გარდამავალი ცერებრალური ვაზოკონსტრიქციის სინდრომის დიაგნოზი დაესვათ.

აღნიშნული სინდრომის, ანუ ანგიოსპაზმის  წარმოშობის მიზეზი ყოველთვის ნათელი არაა, როგორც ამ შემთხვევაში, მაგრამ ზოგჯერ შესაძლო, წარმოიშვას რაიმე სამედიცინო პრეპარატის, ან ნარკოტიკის მიღების შედეგად.

მანამდე, რეგისტრირებული იყო რიგი შემთხვევების, როცა კაიენიურმა წიწაკამ კორონარული სისხლძარების შევიწრება გამოწვია და შედეგად, გულის შეტევა.

ამ კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში, თავის ტკივილის სიმპტომებმა თავისით გაიარა, 5 კვირის შემდეგ ჩატარებულმა გამოკვლევამ კი აჩვენა, რომ მისი სისხლძარღვები ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა.

ჩვეულებრივად, გარდამავალი ცერებრალური ვაზოკონსტრიქცია რამდენიმე დღის, ან კვირის შემდეგ გადის და გრძელვადიანი სასიკეთო პროგნოზი აქვს, თუმცა იშვიათად , როცა სპაზმი ძლიერია, ინსულტის გამომწვევი ხდება.

კლინიკური ანგარიშის ავტორი, ჰენრი ფორდის სახელობის კლინიკის ექიმი ამბობს, რომ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რა შეიძლება გამოიწვიოს ამ სახეობის ჩილის მოხმარებამ.

„ჩვენ ჯერჯერობით არ ვამბობთ, რომ ამ სახეობის მირთმევა საერთოდ არ შეიძლება,  მაგრამ მოვუწოდებთ ადამიანებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და მიმართონ ექიმს მაშინვე, თუ მწარე წიწაკის მიღების შემდეგ ძლიერი თავის ტკივილს იგრძნობენ”,-აცხადებს ექიმი.

 

 

 

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,524 ნახვა
%d bloggers like this: