კრიმინალი

ახალციხეში ოჯახში ძალადობის ბრალდებით სამართალდამცველი და მისი ძმა დააკავეს

Nusagi

ოჯახში ძალადობის ბრალდებით ახალციხის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს.

როგორც შსს–ში აცხადებენ, მას არასრულწლოვნების თანდასწრებით ცოლის ცემაში ედება ბრალი.

უწყებაში ამბობენ, რომ ი.ბ. ძმასთან ერთად არის დაკავებული. ორივე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც ქალბატონი ცემეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევა 9 აპრილს მოხდა. ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 13 აპრილს შეეფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,776,067 ნახვა
%d bloggers like this: