კონჩიტა ვურსტმა პარტნიორის მუქარის გამო აივ დადებითი სტატუსის შესახებ ხმამაღლა განაცხადა

ავსტრიელმა მომღერალმა ტომ ნოივირტმა, რომელიც ,  კონჩიტა ვურსტის სცენური ფსვედონიმით არის ცნობილი,  განაცხადა, რომ  მას დადებითი აივ-სტატუსი აქვს.

ამის შესახებ მომღერალმა Instagram-ზე დაწერა.  მისი თქმით, უკვე მრავალი წელია თავის დიაგნოზთან ერთად ცხოვრობს.

ნოივირტი აღნშნავს, რომ ამის შესახებ ხმამაღლა საუბარი არ სურდა, მაგრამ ყოფილი პარტნიორი ემუქრება, რომ ამ ფაქტს გაასაჯაროებს.

“მე არავის მივცემ უფლებას, შემაშინოს და ამ ფორმით მომაქციოს გავლენის ქვეშ”,-აცხადებს მომღერალი.

2014 წელს,ნოივოიტმა, რომელიც სცენაზე წვერიანი ქალის იმიჯით გამოვიდა, კოპენჰაგენში, “ევროვიზიის” კონკურსში გაიმარჯვა და მსოფლიო სენსაცია გახდა.

Facebook Comments

ახალი დადებული