ასიანი! “პაუერ ენდ ვოთერიც” ბიძინასია, “ჯონსონ ენდ ჯონსონი,” “მარკს ენდ სპენსერი” “ბონი ენდ კლაიდი”!

,,8-9 წლის წინ რამოდენიმეჯერ კრწანისის რეზიდენციასთან ვიყავი გავლით გამოვლილი, და იქ ძალიან უცნაური არსებების თავშეყრა ვიხილე: ჯოჯოსმაგვარი ტიპები იდგნენ მეგაფონებით პირში და რეზიდენციის ღობეს რაღაცას უყვიროდნენ, მგონი ედიკას აბრალებდნენ მუხრან-ბატონმა და ჭავჭავაძემ 1783 წელს გეორგიევსკი ტრაქტატს ხელი რომ მოაწერეს, და, ასევე, 1812 წელს პეტრე ბაგრატიონის სიკვდილსაც აყვედრებდნენ.

ედიკა რაფერ მიყვარს მოგეხსენებათ, მაგრამ ასეთი აქციები სიცილისა და საცოდაობის გრძნობის მეტს ჩემში არაფერს იწვევდა და როგორც ამბობნენ, ედიკაშიც იგივე გრძნობები ტრიალებდაო. ერთი-ორჯერო თვითონ გამოვიდა გარეთ და მომყვირალეებს სემიჩკით გაუმასპინძლდა,  ცოტა თავი შეიქციეთო!

დღეს ტელევიზორში სცენა ვნახე, და déjà vu-ს შეგრძნება გამიჩნდა.
ვიღაც (რასაკვირველია) გაუპარსავი ტიპები, ღვთისმოსავი პატრიოტიზმით სავსე თვალებით, იდგნენ ბიძინა ი-ს ბიზნეს ცენტრთან და გაჰკიოდნენ, რომ გაზპრომის აქციონერმა უნდა შეწყვიტოს “НТВ”-ს არხების პროპაგანდა საქართველოში-ო. მერე  იასნია, იყო ტრადიციული შეძახილები: “ძირს ბიძინა!”

ჩვენში, გოგოებში დარჩეს და… ვისი რა ტრ@@@-ს საქმეა, მე რას ვუყურებ?
მინდა “НТВ”-ს ვუყურებ, მინდა გოსპელსა და ჯაზს მოვუსმენ და მინდა ტვისტსა და შეიკს ვიცეკვებ!
მიდით და ხვალ “ადიდასის” ტარებაც ამიკრძალეთ.
“Кто носит майку АДИДАС,
Тот завтра родину продаст!”
. . .
და მართლაც, თუკი ბიძინაა ყველაფერში დამნაშავე, იქნებ მეც დიდი მეგაფონით ავისეირნო სოლოლაკებში და გავაპროტესტო, კვირაში სამჯერ წყალი რომ მეთიშება?
ასიანი,  “პაუერ ენდ ვოთერიც”  ბიძინასია,  ისევე როგორც  “ჯონსონ ენდ ჯონსონი”, “მარკს ენდ სპენსერი”  და “ბონი ენდ კლაიდი”!
ხო, აუცილებლად ავისეირნებ, ოღონდ ცოტა წვერს მოვუშვებ, ტრენდიდან რომ არ ამოვვარდე”= წერს ფეისბუქ-მომხმარებელი დავით კალანდია.

Facebook Comments

ახალი დადებული