პოსტები სოციალური ქსელიდან

უბრალო მოკვდავნი მხოლოდ არჩევნების პერიოდში ახსენდებათ, ისე ვის დაკარგვიან ეს ადამიანები?

Nusagi

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის,  დავით მაღრაძის სტატუსს, რომელიც უკმაყოფილებას გამოთქვამდა  იმის გამო, რომ ზესტაფონის ადგილობრივ თვითმართველობაში, სამსახურებიდან ითხოვენ ,,ქართული ოცნების” მებრძოლ ჯარისკაცებს და თვითმმართველობა ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან კომლექტდება.

დღეს დავით მაღრაძე ახალ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,”ქართული ოცნების” ერთერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ცენტრალურ აპარატსა და ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციის უქონლობა, უფრო სწორად ამ ორგანიზაციის წევრთა აზრის სრული იგნორირება. 

პარტიის ცენტრალური აპარატი ძირითადად თანამდებობის პირებისაგან შედგება(ვგულისხმობ მათ ვისაც მუნიციპალურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა ევალებათ) და ისე მაღლა დაფრინავენ რომ დაავიწყდათ ვისი შრომით სხედან თბილ სავარძლებში…..

 უბრალო მოკვდავნი მხოლოდ არჩევნების პერიოდში ახსენდაბათ(უკეთეს ვარიანტში), სხვა დროს კი ვის დაკარგვიან ეს ადამიანები? თითქოს არც არსებობენ….

მუნიციპალური ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნები ხომ სულ მთლად კომუნიზმის გადმონაშთია. წესდებაში ვკითხულობთ-“მუნიციპალური ორგანიზაციის თავმჯდომარის კანდიდატურას კონფერენციას წარუდგენს პარტიის პოლიტსაბჭო”,  როგორც წესი კანდიდატურა არის ერთი, ზემოთ ვინმესთვის სასურველი, კონფერენცია კიდე თვალთმაქცობაა,-აბა რა დავარქვა როცა ასარჩევი ერთია?!

ხვალ, ზესტაფონში,  სწორედ ასეთი კონფერენცია ტარდება.  ამიტომ მაგარი ფაციფუცია!!  მთავარი ისაა, რომ პარტიის წევრთა უმეტესობა ახალ კანდიდატურას არ უჭერს მხარს, ამიტომ ცდილობენ კონფერენციაზე ის ხალხი მიიყვანონ ვინც თვითმმართველობაში მუშაობს(ადვილი დასატერორებლები არიან. სამსახურის დაკარგვა ძნელია ამ გაჭირვებაში), პლიუს საკრებულოს დეპუტატები და მათ მიერ დავალებით მოყვანილი ისეთი ადამიანები, ვინც ხმას არ ამოიღებს.

ხოლო იმ ადამიანების პროტესტი, ვინც თავის მხრებზე გადაიტანა 2012 წლის არჩევნები არავის აინტერესებს.

ხვალ ზესტაფონი, უპატაკებს პარტიას, რომ კონფერენცია ჩატარდა, თავმჯდომარე არჩეულია, აღმშენებლობა გრძელდება….

….სინამდვილეში პრობლემას პრობლემა ემატება. ერთ დღესაც იფეთქებს ცუდად და ისინი სად გაასწრებენ,  ვინც ამ ყველაფერს ჩქმალავს ალბათ ერთად ვნახავთ..”– წერს დავით მაღრაძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსნებთ, რომ  დავით მაღრაძე,  დაარსების დღიდან იყო  ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პატიის წევრი,  ზესტაფონის მუნიციპალური ,,ქართული ოცნების” ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზესტაფონის რაიონის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო შტაბის უფროსი და  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

 

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: