ხელოვნება და კულტურა

17 აპრილს, კინო „ამირანში” მედიის წარმომადგენლები ზაზა ხალვაშის ახალ ფილმს „ნამე“ შეაფასებენ.

Nusagi

17 აპრილს, 11:00 საათზე, კინო „ამირანის” მე-2 დარბაზში მედიის წარმომადგენლები ზაზა ხალვაშის ახალ ფილმს „ნამე“ შეაფასებენ. ჩვენების შემდეგ კი ჟურნალისტებს ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან გასაუბრების შესაძლებლობა ექნებათ.

„ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერაც ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

“ნამე” სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს.

ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე – მოლა, ხოლო მესამე – მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები და მართლმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი მეჩეთია.

„ნამე“ საქართველოს კინოთეატრებში 19 აპრილიდან გამოდის!

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,476 ნახვა
%d bloggers like this: