სამართალი

ადვოკატი: წინასწარი ცნობით, ტატუნაშვილის ცხედარს ზოგიერთი ორგანო ამოცლილი აქვს

Nusagi

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის მამის გამოკითხვა და საქმის მასალების გაცნობა მცხეთის რაიონულ პროკურატურაში დასრულდა.

საქმის ადვოკატის თამარ ავალიანის ვარაუდით, გამომდინარე იქიდან, რომ წინასწარი ინფორმაციით ტატუნაშვილის ცხედარს გარკვეული ორგანოები ამოცლილი აქვს, ამან შეიძლება ძიების პროცესში პრბლემები შექმნას. კერძოდ, ვერ გაირკვეს რეალურად რა იყო ტატუნაშვილის დაღუპვის მიზეზი.

სწორედ აქედან გამომდინარე, მათ ორი მოთხოვნა აქვთ: ცხინვალის მხარემ გადმოსცეს ეს ამოცლილი ორგანოები ქართულ მხარეს, რათა თბილისში ექსპერტიზა ჩაუტარდეს. ასევე გადმოსცეს ტატუნაშვილის გარდაცვალების სხვა დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია.

ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: თავისულფების უკანონოდ აღკვეთა ორი ან მეტი პირისთვის და მკვლელობის მუხლით, თუმცა ამ მუხლების გარდა გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,484 ნახვა
%d bloggers like this: