ვიფიქრე, ესენი ჯერ მოუყვანელი რძლისთვის იჭერენ საფლავის თადარიგს და მე რას მიზამენ-მეთქი? 

Nusagi

,,ჩემი მამამთილის ორმოცზე ჩავედი რაჭაში…
საღამოს ძალიან შინაურები დარჩნენ და ბჭობენ, რამხელა სასაფლაო შემოღობონ… 
საბოლოო ჯამში შეთანხმდნენ 6-კაციან “აგრადაზე”… 
მამამთილი, დედამთილი, ჩემი ქმარი (35 წლის) ); მე (29 წლის); მაზლი (33წლის) და მაზლის ცოლი, რომელიც, არ ვიცი, რამდენი წლის იყო, რადგან ჯერ არ ჰყავდა ცოლი (5 წლის მერე მოიყვანა). 
ვატყობ, რომ აზრს აღარ შეიცვლიან და ვგრძნობ, ცუდადაა ჩემი საქმე – რაჭაში მიპირებენ დასაფლავებას… 
ჰოდა, ვიფიქრე, ესენი ჯერ მოუყვანელი რძლისთვის იჭერენ საფლავის თადარიგს და მე რას მიზამენ-მეთქი? 
და ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად, ქმრის ნათესავების წინაშე ავხტი და ჰაერში გავიკვანძე… 
– თუ გინდათ, 5 ადგილი მოიზომეთ, მე სიკვდილს არ ვაპირებ-მეთქი…
კატეგორიულად გამოვაცხადე… – ჰოდა რძალს რომ მოყვანთ, სანამ სახლში მოაგრიალებთ, ჯერ საფლავზე აიყვანეთ, რომ ნახოს, როგორი თადარიგიანები ხართ-მეთქი… 
– არ უნა ე ბოვშს აქანა დასაფლავება და ქვე რას ვიზამთ, ევიღოთ აპა ვორი ადგილი, – მხარი დამიჭირა დედამთლის ძმის ცოლმა (აცხონოს უფალმა)…
ასე გადავრჩი საფლავის მოზომვას და ჯერ მოუყვანელი რძალიც გადავარჩინე… 
რაჭველებს არ შევაჭმევინე თავი და რაჭის მიწას შევეჭმევინები?”– წერს ფეისბუქ-მომხმარებელი მარი ჯაფარიძე 

Facebook Comments
%d bloggers like this: