მამა პეტრე კოლხი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ აუცილებლად უნდა მეთქვა!

„თვალი მოვკარი „მხოლოდ ქართული“- ს… არაფერს ვამბობ მუსიკალურ შეცდომებზე, ამ მხრივ ჟიურის წევრები ჩემზე და ალბათ, ბევრზე გამოცდილები არიან, მაგრამ „ჟღალი მიმინოს“ ისტორია აუცილებლად უნდა სცოდნოდათ… ცოტა მესირცხვილა, ეს ტექსტი სასაცილოდ რომ აიგდეს… 

ახლა მაინც შეატყობინეთ ქალბატონებს და ბატონს, რომ ლექსი არჩილ სულაკაურს ეკუთვნის და გიორგი ლეონიძის მონატრებას მიუძღვნა…

ისე კი, აფხაზეთში მებრძოლი ბიჭებიც მღეროდნენ… 

აქ მთელი ისტორიაა… ისტორია, რომელიც არ ვიცით… და ვინაიდან არ ვიცით, ვიხალისეთ და აბუჩად ავიგდეთ… 

ბოდიშს ვიხდი, მაგრამ აუცილებლად უნდა მეთქვა!” – წერს  მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ახალი დადებული