როსტოვში დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ადგილობრივი ქსელის მეთაური მოკლეს

როსტოვში დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ადგილობრივი ქსელის მეთაური მოკლეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა როსტოვში ჯიჰადისტების ქსელი აღმოაჩინეს.

დაკავებისას რადიკალებმა სპეცრაზმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. მათმა მეთაურმა თავი აიფეთქა, 3 მებრძოლი კი დაკავებულია.

უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ რადიკალები რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდნენ, რისთვისაც თვითნაკეთი ასაფეთებელი მოწყობილობები უნდა გამოეყენებინათ.

Facebook Comments

ახალი დადებული