საქართველო საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქვეყნების ოცეულში მოხვდა.

Numbeo-ს სტატისტიკურ მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელშიც ყველაზე ძვირადღირებული ქვეყნების შესახებ არის მონაცემებით, საქართველო 108-ე ადგილზეა. სტატისტიკის თანახმად, აშშ-სთან შედარებით საქართველოში ცხოვრება 56.57%-ით იაფია. ამის შესახებ “კომერსანტი” წერს.

გასულ წელს ყველაზე ძვირადღირებულ ქვეყნებს შორის საქართველო 107 ადგილზე იყო, 2016 წელს კი 116-ე ადგილს იკავებდა.

სტატისტიკის შესადგენად გამოყენებულია კვების, სასმელის, თამბაქოს, ტრანსპორტის, გადასახადების, სპორტული აქტივობების, გართობის, ტანსაცმლის, სკოლის გადასახადის, ბინის ქირის, ბინის შესაძენი თანხის და ა.შ. ინდიკატორები.

ამის გათვალისწინებით კი საქართელოში შემდეგი საშუალო ფასები დაიანგარიშეს:

  • საშუალო ხელფასი: 765.89 ლარი
  • 1 კვ.მ.-ის ფასი ქალაქის ცენტრში – 2,308.03 ლარი
  • 1 კვ.მ-ის ფასი ქალაქგარეთ – 1,339.18 ლარი
  • გადასახადები 85 კვ.მ-იანი ბინისთვის – 134.29 ლარი
  • ტაქსი 1კმ. – 0.50 ლარი
  • 1 წყვილი Nike-ის სპორტული ფეხსაცმელი: 206.96 ლარი
  • 1 წყვილი ჯინსის შარვალი – 123.79
  • ფიტნეს კლუბის ყოველთვიური გადასახადი – 89.00 ლარი

შეგახსენებთ, რომ მარტში საქართველო საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქვეყნების ოცეულში მოხვდა.

წყარო: “კომერსანტი”

Facebook Comments

ახალი დადებული