მედიცინა

ყავის ხშირად მიღება გულისთვის საშიში არ არის, პირიქით, შეუძლია არითმიის სიხშირეც შეამციროს

Nusagi

ავსტრალიელი მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავის ხშირად მიღება გულისთვის საშიში არ არის და პირიქით, შეუძლია არითმიის სიხშირეც შეამციროს. ამის შესახებ EurekAlert-ი წერს.

ბეიკერის ინსტიტუტის სპეციალისტებმა კვლევის შედეგები გაანალიზეს, რომელიც კოფეინსა და გულის რიტმის დარღევას შორის კავშირის დადგენას ეხებოდა.

ერთ-ერთმა კვლევამ, რომელშიც 228 465 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ყავის მიღების დროს წინაგულის ფიბრილაციის რისკი მცირდება.

მეორე კვლევით კი, რომელშიც 111 993 პაციენტი მონაწილოებდა, დამტკიცდა, რომ ფიბრილაციის სიხშირე 13%-ით შემცირდა.

სპეციალისტების თქმით, ყავის მავნებლობაზე მხოლოდ ერთეული შემთხვევებია ცნობილი. კოფეინი მოქმედებს, როგორც ნერვული სისტემის სტიმულატორი და ადენოზინის მოქმედებას ბლოკავს, რომელიც წინაგულის ფიბრილაციას უწყობს ხელს.

გარდა ამისა, კოფეინის დოზა, რომელიც დღეში 500 მილიგრამია, გავლენას არ ახდენს პარკუჭოვან არითმიაზე.

რისკი მხოლოდ იმ შემთხვევაში იზრდებოდა, თუ პაციენტები დღეში 9-10 ფინჯან ყავას მიირთმევდნენ. მთლიანობაში, ყავის დღიური უსაფრთხო დოზა 300 მილიგრამია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,472 ნახვა
%d bloggers like this: