შეწყალების კომისიაში ძალიან რბილად რომ ვთქვა, საქმე ძალიან ცუდადაა

,,ვხედავთ, რომ შეწყალების კომისიაში ძალიან რბილად რომ ვთქვა, საქმე ძალიან ცუდადაა და ეს მხოლოდ ამ კომისიის ნაკლი არ არის.
მსგავსი სიტუაციაა ფაქტობრივად ყველგან, სადაც ხელმძღვანელობის სადავეები, ე.წ.”ცივილურად მოაზროვნე” ხალხს აქვთ ხელში ჩაგდებული.

დავიჯერო არანაირი მექანიზმი არ არსებობს ამ სერიოზული პრობლემის გამოსასწორებლად?
დავიჯერო არ შეიძლება იმ უსაქმური და უცოდინარი ხალხის მოცილება ამ აუცილებელი და მეტად საჭირო დაწესებულებიდან?
ნუთუ ვერ ხვდებით, რომ დასავლური ორგანიზაციების რაღაც რეზოლუციების კითხვა და იქედან საზეპიროების სხაპასხუპით მოყოლა, საქმის ცოდნას არ ნიშნავს.

ხომ ხედავთ, რომ ეს ე.წ. ლიბერალობანას, არასამთავრობოებობანას და დემოკრატობანას თამაშმა, ფაქტობრივად ქვეყანა უფსკრულამდე მიიყვანა.
ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა სრულიად ეკისრება ხელისუფლებას, რადგანაც ამ ინსტიტუტების მიმართ თავიანთი ლაჩრული და ხშირ შემთხვევაში იდეურად თანმხვედრი დამოკიდებულებით, ქვეყნისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებების მიუღებლობით საშინელ კრიზისამდე მიიყვანეს სახელმწიფო”– წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ჟურნალისტი გია გაბრიჩიძე

Facebook Comments

ახალი დადებული