სოციალური ქსელები და მედია

ჩემი შვილი მეკითხება, მამა რატომ გაგინებენო, პასუხი არ მაქვს, რა უნდა ვუთხრა, მაგინეთ და იყავით

Nusagi

როგორ მოხვდა სოციალურ ქსელში ვიდეო კადრები, სადაც თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ თანამშრომელს ფიზიკურად უპირისპირდება და რას ემსახურებოდა ამ კადრების გავრცელება?! ამის შესახებ თავად ელიზბარაშვილმა ისაუბრა „ნიუპოსტთან“.

“ეს იყო ფეისბუქ-ლაივი, საათ-ნახევრიანი, მაგრამ ვიღაცამ მხოლოდ ეს მომენტი ამოიღო. რატომ გაავრცელა იმ ადამიანმა, რომელიც ემსახურება ბოროტებას? არანაირი სიკეთე არ გაუკეთებია ალბათ თავის ცხოვრებაში, ეს არის ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა და კამპანია, გააგრძელონ ახლა და მიხედონ.

ასე რომ მომდგნენ, მაგინეს, მთათხეს, გადამიარეს, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, ისე მძლავრობს და ბობოქრობს ბოროტება, სადაც სიკეთის რაღაც ნაპერწკალს დაინახავენ, უნდათ რომ გადაუარონ. 

ჩემი შვილი მეკითხება, მამა რატომ გაგინებენო, პასუხი არ მაქვს, რა უნდა ვუთხრა, მაგინეთ და იყავით, სანამ არ დაიღლებით, მაგინეთ და მაგინეთ, მე მოვრჩი, აღარ მინდა, დავიღალე, ყოველ თვე 42 ათასი ლარი მიჯდება ამ თავშასაფრის შენახვა, მორალურად ვარ განადგურებული“, – განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,697 ნახვა
%d bloggers like this: