ახალი დამატებული

დავით ქაცარავა მოქალაქეებთან ერთად, რუსული ნომრის მქონე მანქანებს ლარსზე არ გაატარებს

Nusagi

ლარსის საზღვარზე დავით ქაცარავა მოქალაქეებთან ერთად, რუსული ნომრის მქონე მანქანებს არ გაატარებს. ამის შესახებ ქაცარავამ სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ამ ფორმით გააპროტესტებენ კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქის სოფელ ფლავსმანიდან გატაცებას. დავით ქაცარავას თქმით, მოსახლეობა მობილიზებულია და მზადაა, რომ არ გაატარონ რუსული მანქანები და ტრაილერები საზღვარზე.

“დღეს უნდა ჩავაბაროთ მორიგი გამოცდა, რომელიც მოგვიწყვეს რუსმა ოკუპანტებმა. სოფელი ფლავისმანი ეკუთვნის გორის მუნიციპალიტეტს და მივდივარ ზუსტად იქ. ჩვენ გამოვაცხადეთ მოქალაქეების მობილიზაცია, ჩვენ რუს ოკუპანტებს, რუსულ მანქანებსა და ტრაილერებს შევუზღუდავთ მოძრაობას თბილისი-ლარსის გზის მონაკვეთზე. ჩვენ ბლოკირებას გავუკეთებთ რუსული და ოსური ნომრებით მოძრავ ავტომობილებს, სხვა ავტომობილებს საზღვარზე გადაადგილების საშუალება შეუზღუდავად შეეძლებათ”. – განაცხადა დავით ქაცარავამ

გორის რაიონის სოფელ ფლავისმანთან რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი მაცხოვრებელი თამაზ ილურიძე დააკავეს.

თამაზ ილურიძე სოფლის საძოვარზე საქონელს თანასოფლელთან ერთად მწყემსავდა. რუსმა სამხედროებმა ორივე მწყემსი დააკავეს, თუმცა ერთ-ერთმა, გელა გიუნაშვილმა გაქცევა მოახერხა. მას სამართალდამცველები კითხავენ

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,502 ნახვა
%d bloggers like this: