სოციალური ქსელები და მედია

მეუღლეს, რომელსაც არ სურს, რომ ქმარმა ციხიდან დაურეკოს, ის აღარ დაურეკავს

Nusagi

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმადაც, თუ მეუღლე მოითხოვს, რომ ქმარმა ციხიდან არ დაურეკოს, ის მას აღარ დაურეკავს. ამის შესახებ მინისტრმა „იმედის“ გადაცემაში “პირისპირ“ განაცხადა.

„ჩვენთან ხშირად შემოდიან განცხადებით ქალბატონები, რომლებიც გვთხოვენ, იქნებ გააკონტროლოთ, რომ ამ ადამიანმა არ დამირეკოს, არ შემაწუხოს, რადგან მემუქრება და მაშინებსო. თუმცა სატელეფონო ზარის ასაკრძალად არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტი. ჩვენ ალბათ, ძალიან მალე შევალთ საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით, სადაც დავხვეწთ ამ საკითხებსაც, რომ თუ იქნება კონკრეტულად ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, ამ ნომერზე, რომელიც ეკუთვნის ყოფილ მეუღლეს, ან მოქმედ მეუღლეს, რომელსაც არ სურს, რომ ქმარმა დაურეკოს, ის აღარ დაურეკავს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,676 ნახვა
%d bloggers like this: