მაღალი ქუსლების ისტორია

თანამედროვე ეპოქაში ფეხსაცმლის 40 მილიარდ დოლარიანი  ინდუსტრია სტილის, გემოვნების და კლასის აღმნიშვნელია.  მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელებმა  ადგილი ყოველი ქალის გარდერობში დაიმკვიდრეს, როგორც გარდაუვალმა აუცილებლობამ. ხერხემლის დაავადებათა ინსტიტუტის მიხედვით, ქალთა 72%-ს რაღაც პერიოდში მაინც აცვია მაღალი ქუსლები.

დღეს მაღალქუსლიან ფეხსაცმელს მხოლოდ ქალები იცვამენ, მაშინ, როდესაც 2000 წლის წინ მამაკაცებიც  ატარებდნენ სხვადასხვა მიზნით.

ძველ ეგვიპტეში დაბალი კლასის წარმომადგენლები ჩვეულებრივ  დადიოდნენ და მუშაობდნენ , თუმცა, არსებობს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 3500 წლის ფრესკები, რომლებზეც მაღალი კლასის წარმომადგენლებს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ადრეული ვარიანტები აცვიათ.

ფეხსაცმელი, რომელიც დამზადებულია მოქნილი ტყავისგან და თასმებით იკვრებოდა სიმბოლო “Ankh”ს გამოხატავს – უძველეს ეგვიპტურ იეროგლიფს, რომელიც სიცოცხლის აზრს წარმოადგენს. მაღალი კლასის წარმომადგენელი ქალებიც და კაცებიც მაღალქუსლიან ფეხსაცმელს მხოლოდ საზეიმო მიზნებისათვის ატარებდნენ. თუმცა, ისტორიაში შემონახულია მონაცემები, როდესაც ძველ ეგვიპტეში ყასბებიც ატარებდნენ მაღალ ქუსლებს, მაგრამ არა როგორც განაცხადს კლასობრივ წარმომადგენლობაზე, ან საზეიმო მიზნებისათვის, არამედ პრაქტიკული მიზნით. ეგვიპტელი ყასბები მაღალქუსლებიან ფეხსაცმელს იცვამდნენ, რათა მოკლული ცხოველების სისხლში არ ჩაებიჯებინათ.

ახლო აღმოსავლეთში, მაღალი ქუსლები ასევე აღიქმებოდა როგორც ფუნქციონალური დანიშნულების საგანი. სპარსი მხედრები მაღალ ქუსლებს იმისთვის იცვამდნენ, რათა ფეხი უზანგებში დაემაგრებინათ და  გამართული ჰქონოდათ ცხენზე წამომართვის და ისრების სროლის დროს. ასეთი სახის ფეხსაცმელი გამოსახულია მე -9 საუკუნის კერამიკულ თასზე სპარსეთიდან.

ძველი რომაელები და ბერძნები, როგორც მამაკაცები, ისე ქალები, ატარებდნენ პლატფორმიან სანდლებს, რომელთაც კოტომი, ან ბუსკინი ერქვა, მაგრამ განსხვავებით სპარსი მხედრებისგან და ეგვიპტელი ყასბებისგან, მაღალი ქუსლების ტარება გამიზნული იყო სოციალური კლასების დაყოფისათვის. ძველ რომში, სადაც პროსტიტუცია კანონიერი იყო, მაღალი ქუსლები გამოიყენებოდა მათი იდენტიფიცირებისთვის, ვინც კლიენტებს ემსახურებოდა.

სტატია მომზადებულია VINTAGE NEWS-ის მიხედვით.

 

Facebook Comments

ახალი დადებული