მომღერალ ლანა დელ რეის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი კონცერტის შემდეგ თავს დაესხა

მომღერალ ლანა დელ რეის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი კონცერტის შემდეგ თავს დაესხა. მომხდარის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა. ამის შესახებ dailymail-ი წერს.

ვიდეოში ჩანს, რომ კონცერტის ერთ-ერთი მაყურებელი სცენასთან განსაკუთრებით ახლოს მივიდა და როდესაც მომღერალი კულისებში მიდიოდა, მოულოდნელად გაიქცა, მას ზედ დაახტა და წააქცია.

ამ დროისთვის მომღერალს მომხდარზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. თაყვანისმცემლები კი მისი მდგომარეობით ინტერესდებიან.

უცნობია მიიღო თუ არა რაიმე სახის დაზიანება მომღერალმა. ინციდენტი ანტვერპენში ტურნეს ფარგლებში მოხდა.

Facebook Comments

ახალი დადებული