სოციალური ქსელები და მედია

საფრანგეთის აუქციონზე პუტინის კალამი 63 ათას ევროდ გაიყიდა

Nusagi

ავტოკალამი, რომელიც, როგორც ამბობენ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეკუთვნოდა, საფრანგეთში Drouot-ის აუქციონზე გაიყიდა. ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს.

Parker-ის ფირმის კალამი, რომელზეც ვერცხლის ორთავიანი არწივია გამოსახული და  Swarowski-ს 20 ნატეხი ამშვენებს 50–80 ათას ევროდ იყო შეფასებული. უცნობმა მყიდველმა მასში 63 ათასი ევრო გადაიხადა.

“ეს კალამი ხელოვნების ნიმუში არ არის, მაგრამ მისი ფასი პოლიტიკით განისაზღვრება“, – Le Parisien-ი ამ სფეროს ექსპერტის ციტატას აქვეყნებს.

Monaco Legend Auctions-ზე გასული წლის ივლისში Patek Philippe-ის პლატინის საათი მილიონ ევროდ გაიყიდა. მას თან ახლდა ვლადიმერ პუტინის სახელზე გამოწერილი საგარანტიო დოკუმენტაცია. მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს საათი პრეზიდენტის საკუთრება არასდროს ყოფილა.

აუქციონის ორგანიზატორებმა კი თავი იმით იმართლეს, რომ ამ საათის პუტინისთვის ჩუქება იგეგმებოდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,543 ნახვა
%d bloggers like this: