ახალი დამატებული

არჩილ თალაკვაძე: არასწორია გუნდის დაყოფა ძველ და ახალ სახეებად

Nusagi
“შიდაპარტიული კონსულტაციები დაწყებულია, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც დეპუტატებმა წამოჭრეს, გუშინაც პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა სპიკერატს, ფრაქციების თავმჯდომარეებს, კომიტეტებს და უახლოეს მომავალში გაიმართება უმრავლესობის სხდომა იმ პირობებში, როდესაც ყველა დეპუტატს ექნება მონაწილეობის შესაძლებლობა. ქუთაისში სესიაზე ნაწილი არ იმყოფება, ამიტომ სხდომა გაიმართება მაშინ, როდესაც სრული დასწრება იქნება უზრუნველყოფილი. ეს სხდომა არის საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, შესაბამისად, მხოლოდ უმრავლესობის ფარგლებში იქნება განხილული ის საკითხები რომლებზეც შიდაპარტიული კონსულტაციებით შევჯერდებით, კონსულტაციები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ამოვწურავთ ყველა თემას, რაზეც იყო საუბარი. რასაც ჩვენ ვხედავთ მედიაში, ეს არის გადაჭარბებული მოლოდინები ამ სხდომაზე, არასწორია, წარმოჩენა თითქოს უმრავლეოსბის ერთი სხდომა იქნება პანაცია, სადაც ყველაფერი მოგვარდება, პირიქით, გადაჭრის პროცესი უკვე მიმდინარეობს და ეს არის მთავარი. სხდომა, პრაქტიკულად იქნება შეჯამება იმ სამუშაოების, რომელსაც ჩვენ ამ დღეებში ვატარებთ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით არასწორია გუნდის დაყოფა ძველ და ახალ სახეებად.
“გუნდში არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება და მეცხრე მოწვევში, შეიძლება ითქვას, გვყავს პარლამენტის საუკეთესო შემდგენლობა და მნიშვნელოვანია, გამოცდილება გამოვიყენთ ქვეყნის განვითარებისთვის”, – განაცხადა თალაკავაძემ.
Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,692 ნახვა
%d bloggers like this: