არანაირი სურვილი არ მაქვს რუს ტურისტს რომელიც საქართველოში შემოდის შეურაცხოფა მივაყენო

,,არანაირი სურვილი არ მაქვს რუს ტურისტს რომელიც საქართველოში შემოდის შეურაცხოფა მივაყენო, ისევე როგორც სხვა ტურისტებს, და ეს არა იმიტომ, რომ “ვალუტა” შეუვა სასტუმროსა თუ რესტორნის მფლობელს, მძღოლს თუ ექსკურსიამძღოლს, თექის მკერავ მოხუცს თუ თიხის მზილავ მექოთნეს……არაა ეგ არაა ძირითადი მიზეზი ჩემი ადეკვატურობის, არც რუსული პოლიტიკის “:სიყვარულია”

ჩემ ძარღვებში უფრო მეტიც ბათო ყაენს ჯალა ლედინს ჩინგიზ ხანსა და სხვა მაგდაგვარი ამაოხრებლების გვერდით,  ჩემ გულში საპატიო ადგილი ვოვა პუტინსაც უჭირავს.

ჩემთვის უპირველესი და მთავარი სხვა რამაა, თვითოეული აქ შემოსული რუსი ადამიანი! ის უფასო დესპანია რომელიც ბრუნდება სახლში, ოჯახში, სამეზობლოში, სამსახურში.  გაოცებული ჰყვება უცნაურად კეთილშობილ ხალხზე რომლის ნაირებსაც ვერ გადააწყდები ვერც ბალტიის პირეთში ვერც ევროპაში და ვერც აზიაში.   ჰყვებიან ყველაზე კარგ სუფრაზე,  საუკეთესო პროდუქტებზე, რომლის ანალოგს ვერ შეიძენ ყველაზე პრესტიჟულ მოსკოვის სუპერმარკეტებში. ჰყვებიან იმ კულტურაზე, რომლის აოხრებაც “:დერჟავის”: გასაძლიერებლად არ ღირს….

მეორე თემაა “უფლებადამცველთა”,ომბუცმენისა და მისი აპარატის რასიზმი! (კარგ და ცუდ რასებად ადამიანების დაყოფა).  პირდაპირი გაგებით, მათ შეუძლიათ საფეხბურთო მოედანზე წაკინკლავება კურკუსკლანად შერაცხონ ,  ხოლო დეკლარილებული მუქარა, სლავური ეთნოსის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ პატრიოტიზმად.

უბრალოდ ძაან დამღლელია იმ გარეწრების ყურება, ომის ცეცხლის შენთებას რომ ლამობენ და მერე წითელხიდს იქით გადაპარულებმა,  ვაი ვაი რომ იძახონ პატრიოტული ხმით…!”- წერს ფეისბუქ-მომხმარებელი მალხაზ თოფურია

Facebook Comments

ახალი დადებული