სოციალური ქსელები და მედია

მამუკა ბახტაძე-,,ჩვენი ამოცანაა ქართველი ემიგრანტები უკან დავიბრუნოთ”

Nusagi

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ სახელმწიფომ ემიგრაციაში წასულ საქართველოს მოქალაქეებს უკან დაბრუნებისა და ეკონომიკური საქმიანობის პირობები უნდა შეუქმნას.

“ემიგრანტებში, არის არის დიდი ენერგია, დიდი ცოდნა და რაც მთავარია მათ აქვთ კონკურენტუნარიანი პროექტები. შესაბამისად ჩვენი ამოცანაა, რომ შევქმათ ისეთი თამაშის წესები, მათ შორის სასტარტო კაპიტალის მიწოდების მხრივ, რომელიც საშუალობას მოგვცემს ჩვენი მოქალაქეები უკან დავიბრუნოთ”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, საქართველომ უნდა გამოიყენოს მსოფლიო გამოცდილება ამ კუთხით, როგორიც ჰქონდა ჩეხეთს, ხორვატიასა და თავის დროზე ისრაელს.

“ჩვენ გვაყავს თანამემამულეები, რომლებიც წავიდნენ ქვეყნიდან, მათ შორის არასამართლიანი თამაშის წესების გამო. მათ აქვთ კარგი პროფესიული გამოცდილება, განათლება და რაც მთავარია აქვთ კონკურენტუნარიანი პროექტები. ჩვენი ამოცანაა მათ შევუქმნათ ისეთი ატმოსფერო, რომელიც საშუალებას მისცემს მათ ეს პროექტები განახორციელონ”, – აღნიშნა ბახტაძემ. მისი თქმით, “სასტარტო კაპიტალის” პროექტის ერთერთი კომპონენტი და ბენეფიციარები ემიგრანტებიც იქნებიან.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,562 ნახვა
%d bloggers like this: