მეიდანზე, რესტორან „მაჭახელაში“ ხანძარი ჩამქრალია

მეიდანზე, რესტორან „მაჭახელაში“ ხანძარი ჩამქრალია, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ. დაუზუსტებელი მონაცემებით, დამწვარია 170 კვ.მეტრამდე ფართობი.ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი ახლაც გათიშულია.

ხანძარი “მაჭახელაში“ იმ დროს გაჩნდა, როდესაც იქ მომხმარებლები და მომსახურე პერსონალი იმყოფებოდნენ. მოხერხდა მათი დროული ევაკუაცია. დაშავებულები არ არიან.

დამწვარია რესტორნის სახურავი და მესამე სართული.

მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულმა საავტომობილო გზა გადაკეტა. შეზღუდულია ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილებაც.

Facebook Comments

ახალი დადებული